პროცედურის მსვლელობისას ხორციელდება ულტრამაღალი სიხშირის ბგერების დახმარებით სამკურნალო ან კოსმეტიკური პრეპარატების შეყვანა კონკრეტულ ადგილზე. მექანიკური რხევის შედეგად კანში ღრმად შესული ნივთიერება ქმნის სამკურნალო ან კოსმეტიკური მასის დეპოს, საიდანაც პროლონგირებულად, სამი-ოთხი დღის განმავლობაში ნივთიერებების შეწოვა უფრო ღრმა ქსოვილებში ხდება.
ესთეტიკურ მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში ულტრაფონოფორეზი აქტიურად გამოიყენება:
-ცელულიტის კომპლექსურ თერაპიაში,
-ცხიმოვანი ცვლის დარღვევის დროს,
-სტრიების მოსაშორებლად,
-გაახალგაზრდავებისთვის,
-სახის ტენიანობის ასამაღლებლად,
-კანის ლიფტინგისათვის და მისი რელიეფის გასასწორებლად (გაუთოების ეფექტი),
-კანის სტრუქტურის სრულყოფისთვის,
-სახის ოვალის მოდელირების ხელშეწყობისათვის,
ულტრაფონოფორეზი ერთ-ერთ საუკეთესო პროცედურადაა მიჩნეული მშრალი ტიპის კანის პრობლემებთან ბრძოლის დროს.
მედიცინაში გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების კომპლექსური მკურნალობის დროს:
-სახსრებისა და ძვლების პრობლემების,
-ხერხემლის პათოლოგიის დროს,
– პერიფერიული ნერვული სისტემის პრობლემების მოსაგვარებლად,
-კანის სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ.
უკუნაჩვენებია სიმსივნური, ჩირქოვანი, სისტემური დაავადებების, ინფექციურ-ვირუსული დაავადებების არსებობისას.
მისი გამოყენება შესაძლებელია სახესა და მთელს ხეულზე.
არ საჭიროებს გაუტკივარებას, აღდგენით პერიოდს, ცხოვრების წესის შეცვლას და წინასწარ მომზადებას.
პროცედურის ხანგრძლივობა 15-20 წუთია. მიზანშეწონილია 7-15 სეანსის ჩატარება 2-3 დღეში ერთხელ.