ვიადერმი კანის სილამაზე

Picture1

 ნუტრიცეპტული თერაპია გარეგანი სილამაზისთვის

 შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს: ჰიალურონის მჟავა – 5.0 მგ., ფურისულას ზეთი – 350.0 მგ., სილიციუმი – 10.0 მგ., კოენზიმ Q10 – 15.0 მგ

არ შეიცავს საფუარს და არ იწვევს წონაში მატებას.

„ვიადერმი კანის სილამაზე“ – ქალბატონებისთვის, რომლებსაც სურთ შეანელონ კანის დაბერების პროცესი. ახალგაზრდა ქალბატონებისთვის, რომლებსაც არ აქვთ სიბერის ნიშნები, მაგრამ სურთ შეინარჩუნონ ჯანმრთელი, ელასტიური და ლამაზი კანი. ქალბატონებისთვის, რომლებიც ეძებენ კანის მოვლისთვის საუკეთესო საშუალებას ხანგრძლივი დადებითი ეფექტით.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: „ვიადერმი კანის სილამაზე“ არის უნიკალური ბუნებრივი მკვებავი კოსმეტიკური პროდუქტი. შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ზრუნავენ თქვენი კანის მდგომარეობაზე. შეიცავს ოთხ ძალზედ ეფექტურ კომპონენტს – ჰიალურონის მჟავას, ფურისულას ზეთს, კოენზიმ Q10 და სილიციუმს. “ვიადერმი კანის სილამაზე“ – პერორალური თერაპიაა და გარეგანი გამოყენების კოსმეტიკური საშუალებებისგან განსხვავებით მოქმედებეს ორგანიზმზე შიგნიდან, დერმის ღრმა შრეებში, სადაც სათავეს იღებს პრობლემა და ამგვარად აქვს მოქმედების ხანგრძლივი ეფექტი. პრეპარატი ეფექტურად აუმჯობესებს კანის სიმკვრივეს, ტენიანობას და ამცირებს ნაოჭებს. მისი რეგულარული მიღება დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ჯანსაღი და ლამაზი კანი.

არმაკოლოგიური თვისებები: ჰიალურონის მჟავა– არის მაღალმოლეკულური პოლისაქარიდი, რომელიც მონაწილეობს ქსოვილებში სითხის ტრანსპორტირებასა და გადანაწილებაში. პირდაპირ მოქმედებს უჯრედის მეტაბოლიზმზე და რეგენერაციის პროცესებზე. ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს, რომელიც პასუხისმგებელია კანის ელასტიურობაზე და სიმკვრივეზე. ფურისულას ზეთი– მდიდარია E ვიტამინით “ახალგაზრდობის ვიტამინი“ და ცხიმოვანი მჟავებით (ძირითადად გამა ლინოლენის მჟავა). გამა ლინოლენის მჟავას უკმარისობა იწვევს კანის გამოშრობას, მგრძნობელობის მომატებას და ანთებით პროცესებს. ფურისულას ზეთი გამოიყენება მშრალი და მგრძნობიარე კანის მოსავლელად. გააჩნია მკვებავი, დამარბილებელი და დამატენიანებელი მოქმედება. ის სწრაფად აღადგენს კანის სტრუქტურას და უნარჩუნებს ოპტიმალურ სინოტივეს. კანიდან ჩამოფრცქვნის მკვდარ უჯრედებს, აღადგენს კანის ზედაპირულ შრეს და მატებს კანს სიგლუვეს. სილიციუმი – მიკროელემენტი ხელს უწყობს შემაერთებელი ქსოვილების სიმკვრივეს და გამძლეობას, რაც არის კანის, თმის და ფრჩხილების ძირითადი საყრდენი. სილიციუმი მნიშვნელოვანი მიკროელემენტია კანის ტურგორისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. სილიციუმი აქტიურად მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში, რაც განაპირობებს კანის ელასტიურობას, თმის და ფრჩხილების ჯანსაღ სტრუქტურას. კოენზიმ Q10 (უბიქინონი)– ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნისა და დაბერებისაგან.

ჩვენება: პიგმენტური ლაქები, აკნეს შემდგომი ჰიპერპიგმენტაცია და ნაწიბურები, ნაადრევი დაბერება და ნაოჭები, მზისმიერი ელასტოზი, კანის სიმშრალე, კანზე უარყოფითად მოქმედი ფაქტორები: სტრესი და უძილობა, ნიკოტინი, ალკოჰოლი, სოლარიუმი, არაჯანსაღი კვება და ხანგრძლივი დიეტები, ჭარბი და უხარისხო კოსმეტიკა, მეტეოროლიგიური ფაქტორები.

უკუჩვენება: არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში.

ორსულობა და ლაქტაცია: ინფორმაცია პრეპარატის გამოყენების შესახებ ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ მოიპოვება.

მიღების წესი და დოზირება: 1 კაფსულა დღეში ორჯერ ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსი 1-2 თვე. მიღების კურსი მეორდება ექვსთვიანი ინტერვალით. გამოიყენება 12 წლის ასაკიდან.

ჭარბი დოზირება: ჭარბი დოზირების დროს შესაძლოა გულისრევის შეგრძნება და კუჭის ტკივილი.

გამოშვების ფორმა: N30 კაფსულა ბლისტერში, მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ

მწარმოებელი: WALMARK, ჩეხეთი.

 

 

ვიადერმი კომპლიტი

Vizualizace_Viaderm Complete_30_box_RUS-GE

ნუტრიცეპტიული თერაპია გარეგანი სილამაზისათვის: ლამაზი კანი, ბზინვარე თმა და ჯანსაღი ფრჩხილები.

შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს: ფურისულას ზეთი 350,0 მგ., მეთიონინი 62,5 მგ., ბიოტინი 75,0 მკგ., სილიციუმი 5.0 მგ., ნიაცინი 8,0 მგ,. თუთია 7,5 მგ., სპილენძი 0,45 მგ., ვიტამინი E 5,0 მგ., ვიტამინი A 190,0 მკგ.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: აღადგენს თმის, ფრჩხილის და კანის სტრუქტურას. მასში შემავალი ნივთიერებები ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, კანის დატენიანებას და რეგენერაციას. მატებს ელასტიურობას და იცავს ნაოჭებისაგან. ხელს უშლის თმის გამოშრობას, აჩერებს თმის ცვენის პროცესს და ასტიმულირებს მის ზრდას, აუმჯობესებს თმის სტრუქტურას, მატებს სიმკვრივეს და ბუნებრივ ბზინვარებას. ხელს უწყობს ქერტლის, ქავილის და სებორეის გაქრობას. ამაგრებს ფრჩხილებს, იცავს მტვრევადობისაგან და ფრჩხილის ზედაპირის აშრევებისაგან.

არ შეიცავს საფუარს და არ იწვევს წონაში მატებას.

ფარმაკოლოგიური თვისებები: ფურისულას ზეთი – მდიდარია E ვიტამინით („ახალგაზრდობის ვიტამინი“) და ცხიმოვანი მჟავებით (ძირითადად გამა ლინოლენის მჟავა). გამა ლინოლენის მჟავას უკმარისობა იწვევს კანის გამოშრობას, მგრძნობელობის მომატებას და ანთებით პროცესებს. ფურისულას ზეთი გამოიყენება მშრალი და მგრძნობიარე კანის მოსავლელად. გააჩნია მკვებავი, დამარბილებელი და დამატენიანებელი მოქმედება. ის სწრაფად აღადგენს კანის სტრუქტურას და უნარჩუნებს ოპტიმალურ სინოტივეს. გააჩნია სწრაფი რეგენერაციის უნარი ფსორიაზის, ეგზემის და სებორეის დროს. ჩამოფრცქვნის კანიდან მკვდარ უჯრედებს და კანს მატებს სიგლუვეს. ბიოტინი (ვიტ H) „სილამაზის ვიტამინი“ – გამოიყენება თმის ცვენის საწინააღმდეგოდ და ფრჩხილების ნორმალური და ჯანსაღი ზრდისათვის. გააჩნია ქერტლის საწინააღმდეგო მოქმედება. მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის გაჯანსაღება-გაახალგაზრდავებაში, კურნავს სებორეას, ეგზემას და დერმატიტებს. ნიაცინი (ვიტ B3) ნიკოტინის მჟავა – აუმჯობესებს თავის კანის სისხლით მომარაგებას სისხლძარღვების გაფართოების ხარჯზე და აჩქარებს თმის ამოსვლის პროცესს და სიხშირეს. სპილენძი (Cu) -ბიოაქტიური მიკროელემენტი. აქტიურად მონაწილეობს ორგანიზმისათვის აუცილებელი ცილებისა და ფერმენტების შენებასა და უჯრედებისა და ქსოვილების ზრდა-განვითარებაში. ხელს უწყობს ორგანიზმში ამინომჟავა თიროზინის სრულ ათვისებას, რაც განაპირობებს კანისა და თმის ჯანსაღ ფერს. სპილენძი იცავს კანს ნაადრევი დაბერებისაგან. რეტინოლი (ვიტ A) – რეტინოლი სამი სახით არის წარმოდგენილი ორგანიზმში: რეტინოლი, რეტინალი და რეტინოლის მჟავა. სამივე მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანისა და ლორწოვანი გარსების ეპითელიზაციის პროცესში. ზრდის ეპითელურ უჯრედებში მიტოზების რიცხვს. გამოიყენება კანის დაზიანებების და დაავადებების (იქთიოზი, პუსტულარული დერმატიტი, ფოლიკულარული დისკერატოზი, ტროფიკული წყლული, ეგზემის ზოგიერთი ფორმა), რთულად შეხორცებადი ჭრილობების, მოყინვის და დამწვრობის დროს. მეთიონინი – მიეკუთვნება შეუცვლელ ამინომჟავებს, რომელიც აუცილებელია ორგანიზმში ზრდის პროცესისა და მიტოზური წონასწორობის შესანარჩუნებლად. უზრუნველყოფს ქოლინის, აცეტილქოლინის, ფოსფოლიპიდების სინთეზს. ვინაიდან ქოლინი არის ლიპოტროპული ფაქტორი, მეთიონინი აქტიურად გამოიყენება კანის ფოსფოლიპიდური დარღვევების დროს (პიგმენტური ლაქების დროს). აქტიურად გამოიყენება კანის კოსმეტიკური დეფექტების დროს, რომელიც დაკავშირებულია ღვიძლის დაავადებებთან და კანის ცხიმოვანი ცვლის დარღვევასთან (ვარდისფერი ფერიმჭამელა, აკნე და დერმატიტები). ასევე გამოიყენება ფოტოდერმატიტების და თმის ცვენის სამკურნალოდ. სილიციუმი (Si) – მიკროელემენტი ხელს უწყობს შემაერთებელი ქსოვილის სიმკვრივეს და გამძლეობას, რაც არის კანის, თმის და ფრჩხილების ზირითადი საყრდენი. მნიშვნელოვანი მიკროელემენტია კანის ტურგორისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. სილიციუმი აქტიურად მონაწილეობას კოლაგენის სინთეზში, რაც განაპირობებს კანის ელასტიურობას, თმის და ფრჩხილების ჯანსაღ სტრუქტურას. თუთია (Zn) – მაგიური მიკროელემენტი. წარმოადგენს ბიოკატალიზატორს 300-ზე მეტი ენზიმისათვის. თუთიის მარაგზე არის დამოკიდებული კანისა და თმის ჯანსაღი სტრუქტურა და სილამაზე. მონაწილეობას ღებულობს ცხიმოვანი მჟავების სინთეზში და მოქმედებს ქსოვილების რეგენერაციაზე. თუთია არეგულირებს ჰორმონულ ბალანსს და ხელს უწყობს კანშიდა ნივთიერებების გამომუშავებას რომელიც ეწინააღმდეგება ვულგარული აკნეს განვითარებას. ტოკოფეროლის აცეტატი (ვიტ E) – მოქმედებს რეპროდუქციულ სისტემაზე, აუმჯობესებს ესტროგენების გამომუშავებას, რაც განაპირობებს ქალურ ახალგაზრდობას, ჯანმრთელობას და სილამაზეს. არის ძლიერი ანტიოქსიდანტი და მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვასა და მეტაბოლიზმში. ამცირებს კაპილარების მომატებულ განვლადობას. ვიტამინი E ქალური სილამაზის საწინდარია – აღადგენს კანის ბუნებრივ ფერს, ელასტიურობას და იცავს დაბერებისაგან.

ჩვენება: ვარდისფერი ფერიმჭამელა, ვულგარული აკნე, ფსორიაზი, სებორეა, ეგზემა, დერმატიტი, კანის სიმშრალე, პიგმენტური ლაქები, ნაადრევი დაბერება, დიფუზური და კეროვანი ალოპეცია, თმის გადანერგვის შემდგომი პერიოდი, ფრჩხილების დისტროფია.

კანის, ფრჩხილის და თმის კოსმეტიკური დეფექტის დროს აღადგენს სტრუქტურას, ბუნებრივ ფერს, ელასტიურობას და იცავს დაბერებისაგან.

უკუჩვენება: არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში.

მიღების წესი და დოზირება: 1 კაფსულა დღეში ორჯერ ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსი 1-2 თვე. მიღების კურსი მეორდება ექვსთვიანი ინტერვალით. გამოიყენება 12 წლის ასაკიდან.

ჭარბი დოზირება: ჭარბი დოზირების დროს შესაძლოა გულისრევის შეგრძნება და კუჭის ტკივილი.

ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის გამოყენება ორსულებში არ შეიძლება. ინფორმაცია პრეპარატის გამოყენების შესახებ ლაქტაციის პერიოდში არ მოიპოვება.

გამოშვების ფორმა: N30 კაფსულა ბლისტერში, მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ

მწარმოებელი: WALMARK, ჩეხეთი.