ფრჩხილები (unguis) – რქოვანი ფირფიტაა, რომელიც ფარავს თითების დისტალური ფალანგების ბოლოებს. ფრჩხილში განასხვავებენ სხეულს და ძირს. სხეული ფრჩხილის ხილული ნაწილია, აქვს ვარდისფერი სისხლძარღვების გამო. გვერდებიდან და ბოლოში შემოფარგლულია ფრჩხილის მორგვებით. ფრჩხილს ძირზე აქვს თეთრი შეფერილობა, რასაც ფრჩხილის ნუნა ეწოდება, რადგან აქ სისხლძარღვები არ ჩანს. ფირფიტის თავისუფალი ბოლო (margo liber) იზრდება. ყველაზე უკანა ნაწილი არის ფრჩხილის ძირი (radix unguis), რომელიც ფრჩხილის მორგვში ღრმად შედის. ფრჩხილის პროქსიმალური ნაწილის ეპიდერმულ უჯრედებს, რომელიც განლაგებულია ფრჩხილის ძირის ქვეშ, ეწოდება ფრჩხილის მატრიცა, მის ხარჯზე იზრდება ფრჩხილი. ფრჩხილი შედგება მკვრივი რქოვანი მასისაგან, რომლის 89% კერატინია, 10% წყალი და 1% ცხიმი. ზედაპირი პრიალაა, შიდა ნაწილი მჭიდროდ ეკვრის ფრჩხილის საწოლს. ფრჩხილის ზრდის ტემპი შეადგენს 0,5_1 მმ კვირაში. მისი მთლიანი ცვლა ხდება 170_230 დღეში, ხელებზე უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ტერფებზე.
როგორ გავიქლიბოთ ფრჩხილები სწორად?
ფრჩხილის გაქლიბვის დროს მოძრაობა ყოველთვის კეთდება მხოლოდ ერთი მიმართულებით. წინ და უკან გაქლიბვა იწვევს ფრჩხილების დაყოფას.
რა შეიძლება იყოს დაზიანებული (სუსტი) ფრჩხილის აქერცვლის მიზეზი?
არასაკმარისი რაოდენობით ვიტამინების მიღებამ, მაგალითად, B ჯგუფის ვიტამინების არასაკმარისი მიღების შემთხვევაში, როგორიცაა ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი B-12, შესაძლოა გამოიწვიოს სუსტი, დაზოლილი და მტვრევადი ფრჩხილები. საუკეთესო გზა, რომ მიიღოთ ფოლიუმის მჟავა, არის ვიტამინებით მდიდარი საკვები: ლობიო, მარცვლეული და ა.შ.
რომელი ნივთიერება უნდა გამოვიყენოთ ფრჩხილების გასამაგრებლად?
ფრჩხილის გასამკვრივებელი საშუალებები, რომლებიც შეიცავენ ნეილონს (და/ან sulfhydryl ცილას) გამოიყენება ფრჩხილის ზედაპირზე წასმით, რათა გააუმჯობესოს ფრჩხილის სტრუქტურა. ის საშუალებები, რომლებიც შეიცავს კალციუმს ან ფორმალდეჰიდს ძლიერ ამაგრებს ფრჩხილებს, რის გამოც ფრჩხილი შეიძლება გადატყდეს.
ფრჩხილის ლოსიონმა შესაძლოა დაასუსტოს/ გაათხელოს ფრჩხილები?
ფრჩხილის ლოსიონები (ეგრეთწოდებული „ფრჩხილის გასამაგრებელი“ კრემები) ატენიანებს ფრჩხილებს, საშუალებას აძლებს ფრჩხილს მოიღუნოს და არ გადატყდეს. ისეთი ძლიერი დამატენიანებლები, როგორიცაა: მინერალური ზეთები და/ან გლიცერინი, ვაზელინი და ფუტკრის ცვილი გამოყენებული უნდა იქნას ზომიერად, რათა შევინარჩუნოთ ეფექტი.
რამდენად სწორია, რომ ფრჩხილები ერთ ხელზე უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მეორეზე?
უცნაურია, მაგრამ სიმართლეა, რომ ფრჩხილები იმ ხელზე უფრო სწრაფად იზრდება, რომელსაც უფრო ხშირად იყენებთ.
ეს არაა ყველაფერი: აღსანიშნავია, რომ პედიკური უფრო დიდხანს ძლებს, ვიდრე მანიკური, რადგანაც ფრჩხილები ხელის თითებზე უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ფეხზე.
რამდენად საშიშია ნუნების საჭრელი მაკრატლის გამოყენება?
ყველაზე სუფთა და მოწესრიგებულ სალონშიც შესაძლოა მოხდეს დაინფიცირება აღნიშნული პროცედურის შედეგად. როგორც ექსპერტები გვაუწყებენ, უსაფრთხო გზას წარმოადგენს არა ნუნის მაკრატლით მოჭრა, არამედ მისი ჩაწევა.
თუ „მანიკურისტმა“ გამიჭრა ნუნა, რა უნდა გავაკეთო?
სახლში მისვლისთანავე გამოიყენეთ ნუნის კრემი. დაზიანებულ ნუნას აქვს უსწორმასწორო კიდეები, რომლებიც გამოყოფილია ფრჩხილის ზედაპირიდან, რაც თავის მხრივ განაპირობებს ნუნის სწრაფ გამოშრობას. ფრჩხილის ზეთის ან კრემის გამოყენება განაპირობებს ნუნის სწრაფ აღდგენას. მსგავსი საშუალებები გამოყენებული უნდა იქნას დღეში რამდენჯერმე, რათა თავიდან ავირიდოთ ნუნის გამოშრობა/გარქოვანება.
რითი შემიძლია გავიმაგრო ფრჩხილები?
ბიოტინი – ვიტამინ B 7 გამოიყენება სუსტი და მტვრევადი ფრჩხილებისათვის. კვლევებმა აჩვენეს, რომ ის ფრჩხილის სისქეს 25%-მდე ზრდის.
ახდენს თუ არა ჩვენს მიერ მიღებული საკვები ფრჩხილის ფორმაზე გავლენას?
სწორია. პიროვნებას, რომელიც იღებს არასაკმარისი რაოდენობით რკინას და პროტეინებს, შესაძლოა განუვითარდეს რბილი, კოვზის ფორმის ფრჩხილები.
ფრჩხილს რა ფერის ლაქი აძლევს მოყვითალო ელფერს?
ფრჩხილის ლაქი ხელს უშლის ფრჩხილში ჰაერის შეღწევას, ამიტომაც ნებისმიერი ფერის ლაქი ყვითელ შეფერილობას აძლევს ფრჩხილს. რაც უფრო მეტი პიგმენტია ლაქში, როგორიცაა: წითელი, მეწამული, შავი ან ლურჯი, მით მეტად ყვითელია ფრჩხილი.
ფრჩხილის ნაზი გაპრიალებით მას მოვაშორებთ იმ ყვითელ ელფერს, რომელსაც ტოვებს ლაქი. ეს საშუალებას მისცემს ჰაერს შეაღწიოს ფრჩხილის ფირფიტაში, რაც ფრჩხილს უფრო ვარდისფერს და ჯანსაღ შესახედაობას აძლევს, თუმცა ასეთი ფრჩხილები მალე ტყდება და კარგავს ბუნებრივ ბზინვარებას. ფრჩხილის ფირფიტის გასაპრიალებლად არასდროს გამოიყენოთ ქლიბი. ის ზედმეტად უხეშია და შეიძლება აიღოს ზედმეტი შრეები. ფრჩხილი ლაქისგან უნდა დავასვენოთ რამდენიმე კვირაში ერთხელ.
აქერცლილი ნუნები მაშინვე უნდა დავიჭრათ, როგორც კი დავინახავთ?
აქერცლილი ნუნები არის მკვდარი, მშრალი ან ჯანსაღი ნაწილი თქვენი ნუნებისა. მათი მოშორებით შესაძლებელია დაზიანდეს ჯანსაღი ქსოვილი, რასაც მოჰყვება სისხლდენა, ტკივილი, შეშუპება და ზოგჯერ ინფექცია. გამოიყენეთ სუფთა, ბასრი მაკრატელი, რომლითაც მოიცილებთ მხოლოდ მკვდარ, უხეშ კანს.
როგორ დავიჭრათ ფეხის ფრჩხილები, მრგვალი ფორმით, თითის ფორმას მივყვეთ?
ფეხის ფრჩხილები დაიჭერით სწორად, რადგან თავიდან აირიდოთ ფრჩხილების ჩაბრუნება, რასაც თავის მხრივ ხელს უწყობს მჭიდრო ფეხსაცმლის ტარება.