უროგენიტალური ქლამიდიოზი

შარდსასქესო (უროგენიტალური) ქლამიდიოზი – გავრცელებული დაავადებაა, რომელიც

ერთნაირად ასნებოვნებს მამაკაცებსაც და ქალებსაც.

დაავადების გამომწვევია უნიკალური ტიპის ბაქტერია – ქლამიდია ტრაქომატისი.

შემთხვევათა 50%-ში ქლამიდიოზი მიმდინარეობს სხვა ინფექციებთან ერთად, რომლებიც ასევე

გადაეცემა სქესობრივი გზით, მაგალითად, გონორეა და ტრიქომონიაზი. სამედიცინო სტატისტიკის

მიხედვით უროგენიტალური ქლამიდიოზით დაავადებულია ზრდასრული მოსახლეობის 6-8%.

დაავადების გადაცემის გზებია:

1. სქესობრივი კონტაქტი;

2. ორალური სქესობრივი კონტაქტი;

3. იშვიათად (1% შემთხვევებში) შესაძლებელია საყოფაცხოვრებო გადაცემის გზა:

დაბინძურებული ხელებით, თეთრეულით, პირადი ჰიგიენის საგნებით.

ქლამიდიოზით დაავადებულმა ავადმყოფმა შესაძლებელია დაბინძურებული ხელით

ინფექცია გადაიტანოს თვალზე, რაც იწვევს კონიუნქტივიტის პროვოცირებას.

ძირითადად ავადობენ ის პირები, რომლებიც იმყოფებიან სქესობრივი ცხოვრების

აქტივობის პიკში – ახალგაზრდა მამაკაცები 19-28 წლის ასაკში და ქალები 26-40 წლის ასაკში.

უნდა აღინიშნოს, რომ უხშირესად ავადობენ დაბალი სოციალური და კულტურული დონის

ადამიანები, რომლებიც არ იცავენ ჰიგიენის წესებს სათანადოდ, აქვთ შემთხვევითი სქესობრივი

კონტაქტები.

დაავადების მიმდინარეობა: 2-3 კვირიანი ინკუბაციური პერიოდის გავლის შემდეგ ქალებს

საშოდან ეწყებათ ჩირქოვან-ლორწოვანი გამონადენი, საშვილოსნოს ყელის ლორწოვანზე

შესაძლებელია გაჩნდეს ეროზიები. დამახასიათებელია მქაჩავი ხასიათის ტკივილები მუცლის

ქვემო ნაწილში, შარდსადინარის ანთება უსიამოვნო შეგრძნებით შარდვის დროს,

საშვილოსნოს ყელისა და საკვერცხეების ანთება. ტკივილის შემთხვევაში შესაძლოა გაქრეს

ორგაზმი სქესობრივი ცხოვრების დროს. ზოგიერთ შემთხვევაში ქლამიდიოზი მიმდინარეობს

სრულიად უსიმპტომოდ, ან მას თან ახლავს სასქესო ორგანოებიდან უმნიშვნელო ლორწოვანი

გამონადენი.

ქალთა უნაყოფობის მიზეზების კვლევისას ექიმები მივიდნენ დასკვნამდე, რომ

აღნიშნული პათოლოგიისას 70%შემთხვევაში დამნაშავეა ქლამიდია. ცნობილია, რომ ქლამიდია

იწვევს ანთებით პროცესებს საშვილოსნოს მილებში და მუცლის მიდამოში, სადაც წარმოიქმნება

შეხორცებები და ხდება მილების გადაკეტვა, რის გამოც კვერცხუჯრედი ვერ აღწევს

საშვილოსნოს და ვერ ხდება დაორსულება.

მამაკაცებში დაავადება მიმდინარეობს შარდგამომყოფი მილების გამოხატული ანთებით

(ურეთრიტი), რომლისთვისაც დამახასიათებელია დილით მოშარდვისას მუქი ფერის სითხის

წვეთები ან ჩირქოვანი გამონადენი. შესაძლებელია უსიამოვნო შეგრძნებები მოშარდვისას,

ქავილი ურეთრის მიდამოში, შარდვის ბოლოს ან ეაკულაციის დროს სისხლიანი გამონადენი.

ქლამიდიოზი და ორსულობა: თუ დედა ავადაა შარდსასქესო სისტემის ქლამიდიოზით,

მაშინ შესაძლებელია,რომ ბავშვიც დაავადდეს ამ დაავადებით მშობიარობის დროს.

ახალშობილებს თანდაყოლილი ქლამიდიოზი გამოუვლინდებათ კონიუნქტივიტის სახით,

რომელიც იწყება დაბადებიდან 7-14 დღეში. იშვიათად, 2 თვიდან ნახევარ წლამდე ასაკის

ბავშვების 10-20%-ს, რომელთა დედებიც დაავადებულები არიან ქლამიდიოზით, უვითარდებათ

ქლამიდიური ბუნების პნევმონია, სახსრების დაზიანება. უროგენიტალური ქლამიდიოზი არ

იწვევს ნაყოფის თანდაყოლილ სიმახინჯეებს.

დიაგნოსტიკა ხდება ლაბორატორიული მეთოდების საშუალებით: ნაცხის შეღებვით,

პირდაპირი იმუნოფლუორესცენციის მეთოდით, პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით. კვლევის

კულტურალური მეთოდი ხშირად იძლევა ცრუ დადებით პასუხს.

მკურნალობა: მკურნალობის მეთოდები დაფუძნებულია დაავადების ხანგრძლივობაზე.

აუცილებელია მოხდეს ორივე სქესობრივი პარტნიორის მკურნალობა. გამოიყენება

ტეტრაციკლინების, მაკროლიდებისა და ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიბიოტიკები:

ერითრომიცინი, ამოქსიცილინი, სუმამედი. მკურნალობის კურსი, პრეპარატი და მისი დოზირება

შეირჩევა ექიმის მიერ ინდივიდუალურად კონსულტაციისა და ანალიზების საფუძველზე.

პროფილაქტიკა: პრეზერვატივის გამოყენება, შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტების

გამორიცხვა.