სხეულის ულტრა დამატენიანებელი რძე
Ultra-Moisturizing Body Milk
მგრძნობიარე და მშრალი კანისთვის (ახალშობილი,ბავშვი, მოზრდილი)
თვისებები: სწრაფად აღწევს კანში და ატენიანებს 24 საათის განმავლობაში.
აქტიური ნივთიერებები: გლიცერინი 9,5% , შარდოვანა 2%.
გამოყენება: სხეულის ულტრადამატენიანებელი რძის ნაზი ტექსტურით დაიტენიანეთ სხეული დილას და/ან საღამოს.
გამოშვების ფორმა: 200მლ; 500მლ.
თმისა და სხეულის ულტრა რბილი დასაბანი გელი
Gentle Cleansing Gel Body and Hair
მგრძნობიარე და მშრალი კანი (ახალშობილი,ბავშვი, მოზრდილი)
თვისებები: ნაზად ასუფთავებს და არბილებს კანს და თმას, არ წვავს თვალებს
აქტიური ნივთიერებები: გლიცერინი 5%
არ შეიცავს საპონს, პარაბენს, საღებავებს, არომატებს, PH ნეიტრალურია
ტესტირებული და რეკომენდებულია პედიატრების მიერ
გამოყენება: გამოიყენება ახალშობილის, ბავშვის და მოზრდილის თმისა და სხეულის დასაბანად.
გამოშვების ფორმა: 200მლ, 500მლ
მსუბუქი ტექსტურის ულტრა დამატენიანებელი სახის კრემი
Light Ultra-Moisturizing Face Cream
მგრძნობიარე, ნორმალური და კომბინირებული სახის კანისთვის (ახალშობილი,ბავშვი, მოზრდილი)
თვისებები: იცავს, არბილებს, კვებავს და ხანგრძლივად ატენიანებს სახის კანს. ხდის მას ხავერდოვანს და ნაზს.
აქტიური ნივთიერებები: შარდოვანა 1%, გლიცერინი 5%.
გამოყენება: მსუბუქი ულტრა დამატენიანებელი სახის კრემი წაისვით სახეზე დილას და/ან საღამოს ნაზი გამწმენდი წყლით გაწმენდის შემდეგ.
გამოშვების ფორმა: 75მლ
გამდიდრებული ტექსტურის ულტრა დამატენიანებელი სახის კრემი
Rich Ultra-Moisturizing Face Cream
მგრძნობიარე და მშრალი სახის კანისთვის (ახალშობილი,ბავშვი, მოზრდილი)
თვისებები: იცავს, არბილებს, კვებავს და ხანგრძლივად ატენიანებს სახის კანს. ხდის მას ხავერდოვანს და ნაზს.
აქტიური ნივთიერებები: შარდოვანა 1%, გლიცერინი 5%.
გამოყენება: გამდიდრებული ულტრა დამატენიანებელი სახის კრემი წაისვით სახეზე დილას და/ან საღამოს ნაზი გამწმენდი წყლით გაწმენდის შემდეგ.
გამოშვების ფორმა: 75მლ
აღმდგენი კრემი CICA
CICA Repair Cream
გაღიზიანებული და დაზიანებული კანი (სახე, სხეული, ლორწოვანი გარსი)
სიწითლე, გაღიზიანება, ეპიდერმისის მთლიანობის დარღვევა, დაზიანება
ახალშობილი, ბავშვი, მოზრდილი
თვისებები: სწრაფად აღადგენს კანის ზედაპირულ შრეს (შედეგი 3 დღეში), ატენიანებს და არბილებს, ახდენს კანის დეზინფექციას.
აქტიური ნივთიერებები: სპილენძის გლუკონატი, თუთია, მანგანუმი, ჰიალურონის მჟავა, გლიცერინი 5 %, ფუტკრის ცვილი 2,5%, ბისაბოლოლი 0, 5%,
გამოყენება: საფენქვეშა დერმატიტი, ჭრილობა, ნაწიბური, დამწვრობა, ჰეილიტი, ლოკალური ერითემა, დაბეჟილობა, პილინგი, კრიოთერაპია, ლაზერი და დერმაბრაზია და ა.შ.
წაისვით დღეში 1 ან 2-ჯერ სუფთა და მშრალ კანზე.
გამოშვების ფორმა: 40მლ
სახისა და სხეულის ულტრა-დამატენიანებელი კრემი SPF 50+
Ultra-Moisturizing Face and Body Cream SPF 50+
მგრძნობიარე კანი, SPF 50+ ძალიან მაღალი დაცვა
ახალშობილი, ბავშვი, მოზრდილი
თვისებები: ატენიანებს (24სთ) და იცავს
აქტიური ნივთიერებები: გლიცერინი 5%, შარდოვანა 1%, UVA/UVB მზის ფილტრი (SPF 50)
გამოყენება: წაისვით სახესა და სხეულზე მზეზე ექსპოზიციის წინ
გამოშვების ფორმა: 75მლ
ულტრა–დამატენიანებელი ხელის კრემი
Ultra-Moisturizing Hand Cream
ხელის მშრალი კანი (ბავშვი, მოზრდილი)
თვისებები: სწრაფად ატენიანებს, კვებავს და აღადგენს ხელის გაუხეშებულ კანს. იცავს მას ნაადრევი დაბერებისგან.
აქტიური ნივთიერებები: შარდოვანა 3%, გლიცერინი 3%.
გამოყენება: წაისვით კრემი ხელის სუფთა კანზე დილა საღამოს.
გამოშვების ფორმა: 75მლ
ნაზი გამწმენდი წყალი
Gentle Cleansing Water
მგრძნობიარე კანი (ბავშვი, მოზრდილი)
თვისებები: ნაზად ასუფთავებს კანს, ადვილად აშორებს მაკიაჟს სახის კანიდან და თვალებიდან.
აქტიური ნივთიერებები: გლიცერინი 3%
გამოყენება: გამწმენდ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით ნაზად გაიწმინდეთ სახის, თვალის, კისრისა და დეკოლტეს მიდამოები, არ საჭიროებს ჩამობანას.
გამოშვების ფორმა: 200მლ; 500მლ.
PH 5 ულტრა რბილი შამპუნი-რძე
PH 5 Gentle Milk Shampoo
ყველა ტიპის თმა (ბავშვი, მოზრდილი)
თვისებები: ხშირი გამოყენების შამპუნი-რძე ნაზად ასუფთავებს , არბილებს და კვებავს ტავის კანს და თმას.
აქტიური ნივთიერებები: კოტონის რძე 0,5%
გამოყენება: PH 5 ულტრა-რბილი შამპუნი რძე წარმოადგენს სამკურნალო
შამპუნს, გამოიყენება თმის ხშირი დაბანისთვის. უნარჩუნებს თმის ძირებს ფიზიოლოგიურ ბალანსს.
გამოშვების ფორმა: 500მლ.
ინტიმური ჰიგიენის რბილი გელი
Gentle Intimate Cleansing Gel
მგრძნობიარე კანი
(მოზარდი გოგონები 3 წლიდან, ქალები)
თვისებები: ხშირი გამოყენების ინტიმური გელი ნაზად ასუფთავებს, არბილებს მგრძნობიარე კანს.
აქტიური ნივთიერებები: ბიოეკოლია 0,5%
(იცავს, არბილებს, ამშვიდებს ინტიმურ ფლორას.)
ფორმულა შემუშავებულია ყოველდღიური ინტიმური ჰიგიენისთვის, მოზარდი გოგონებისა (3 წლიდან) და ქალებისთვის.
ჰიპოალერგიულია, არ შეიცავს საპონს, პარაბენს,
ტესტირებული და რეკომენდებულია გინეკოლოგების მიერ.
გამოყენება: გარეგანი მოხმარების ინტიმური ჰიგიენის რბილი გელი
წარმოადგენს დამატებით გინეკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას.
გამოშვების ფორმა: 200მლ.
ულტრა რბილი სკრაბი სახე & ტანი
Gentle Scrub Face and Body
მგრძნობიარე კანი (მოზარდი გოგონები, ქალები)
თვისებები: ნაზად ასუფთავებს და აშორებს კანის მკვდარ უჯრედებს. არბილებს, ამშვიდებს და ატენიანებს კანს.
აქტიური ნივთიერებები: ჟოჟობას ბისერები (აშორებს კანის მკვდარ უჯრედებს და ნაზად ასუფთავებს მას).
მაღალი ტოლერანტული ფორმულა ჰიპოალერგიულია, არ შეიცავს პარაბენს, საპონს, ალერგენებს.
გამოყენება: ულტრა-რბილი სკრაბი წაისვით სახისა და ტანის ტენიან კანზე კვირაში
1-2 ჯერ. ნაზი წრიული მოძრაობით გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი და შემდეგ ჩამოიბანეთ.
გამოშვების ფორმა: 200მლ
ხელოვნურად გასარუჯი რძე სახისა და სხეულისათვის
Ultra-Moisturizing Progressive Tan
მგრძნობიარე კანი (ახალგაზრდა გოგონები და ქალები)
თვისებები: ატენიანებს, არბილებს და იცავს სახისა და სხეულის კანს. ხდის მას ელასტიურს. მომენტალურად შეიწოვება და არ ტოვებს ცხიმოვან ფენას. კანს მუქი,
ნამზეურის ელფერი ეძლევა თანდათანობით.
აქტიური ნივთიერებები: გლიცერინი 5% (ნაზად ატენიანებს კანის ზედაპირულ შრეს და ხსნის დაჭიმულობის შეგრძნებას. DHA 3% – დიჰიდროქსიაცეტატი 3% (კანს
აძლევს ბუნებრივი ნამზეურის ელფერს ეტაპობრივად.)
გამოყენება: სახისა და ტანის ხელოვნურად გასარუჯ რძეს ისმევთ დილას ან საღამოს 3 დღის განმავლობაში. გარუჯვის ეფექტი ვლინდება ეტაპობრივად, წასმიდან
24 საათის შემდეგ. ყველაზე მუქი ტონი მიიღება წასმის დაწყებიდან მე-3 დღეს. ხელოვნურად გასარუჯი რძის ხმარების შემდეგ სასურველია ხელების დაბანა.
გამოშვების ფორმა: 200მლ.
ულტრა დამატენიანებელი ტუჩის ბალზამი
Ultra-Moisturizing Lip Balm
მშრალი და დამსკდარი ტუჩი
(ბავშვი, მოზრდილი)
თვისებები: სწრაფად ატენიანებს, არბილებს, იცავს და აღადგენს ტუჩის კანს.
აქტიური ნივთიერებები: შიის ზეთი 5% (ატენიანებს და აღადგენს კანს.)
ჰიპოალერგიულია, არ შეიცავს პარაბენს. აქვს სასიამოვნო ვანილის სუნი.
გამოყენება: ტუჩის პალზამი შეგიძლიათ წაისვათ იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭიროება მოითხოვს.
გამოშვების ფორმა: 5გრ.