თქვენ ძირითადად გაქვთ 2 ტიპის თმა: თხელი, ნაზი, სუსტი თმა – ღინღლი (peach Fuzz), რომელიც ფარავს სხეულის უმეტეს ნაწილს და ეხმარება მას ტემპერატურის შენარჩუნებაში, აგრეთვე მუქი, უხეში, ტლანქი თმა – თავზე, გენიტალიუმზე, იღლიაში, რომელიც იცავს სხეულის მგრძნობიარე უბნებს.
სხეულის ნაწილი, რომელზეც არაა თმა, არის: ხელისგული, ფეხისგული და ტუჩები.
ფრთხილად ამოიღე პინცეტით წარბი, რადგან ისინი უფრო ნელა იზრდება, ვიდრე სხვა თმა.
წარბების თმა იმდენად ბევრია, გვეჩვენება, რომ ისინი სწრაფად იზრდება, მაგრამ ეს ასე არაა. თმა პინცეტით ამოიღეთ ყურადღებით და ეკონომიურად, რადგან თითოეულ ღერს სჭირდება კვირები, რომ გაიზარდოს. ყველა შემთხვევაში, თქვენი წარბის თმის უმეტესი ნაწილი არის ზრდის ციკლის მოსვენებით (ტელოგენულ) ფაზაში. მას სჭირდება 3-ჯერ მეტი დრო ამ ფაზაში, ვიდრე თმას თქვენს თავზე.
ეპილაცია ნემსით თმის ამოღების მიზნით ეფექტურია სახეზე.
სახეზე ნემსით ჩატარებული პროცედურა იძლევა უკეთეს შედეგს, ვიდრე სხეულის სხვა ნაწილებში, როგორიცაა ბიკინი ან ფეხები, რადგან ის ტარდება ბრტყელ ზედაპირზე. ექიმი ნემსის ხრახნიანი მოღუნული ნაწილით იჭერს თმას და გლეჯს ფესვიდან. ეს პროცესი გამოიყენება საუკუნეების მანძილზე, როგორც სწრაფი, ნაკლებად მტკივნეული, არაქიმიური გზა იმისთვის, რომ ამოვიღოთ არასასურველი თმა ზედა ტუჩიდან, წარბიდან, შუბლიდან და სახის სხვა ნაწილიდან.
გაპარსვის შემდეგ თმა იზრდება ისეთივე, როგორიც გაპარსვამდე იყო.
როგორ შეიძლება გაპარსვისას ავიშოროთ გაჭრა?
გაჭრა ხშირია ჩაზრდილი თმის შედეგად. მგრძნობიარე კანი უნდა გაიპარსოთ გულდასმით, ყურადღებით და ხშირად, როგორიცაა წვერი და ბიკინი. მიზანშეწონილია კანის ექსფოლიაცია, რაც ხელს უწყობს მოშორდეს მკვდარი კანის ზედაპირული შრე და თმა გაიზარდოს უფრო მარტივად. არსებობს სხვა გზებიც თმის ჩაზრდის პრევენციისთვის: გლიკოლის გამოყენება დასაბანად და დამატენიანებელი საპარსი კრემი ან გელი. ხშირად გამოცვალეთ მექანიკური საპარსი და პარსეთ თმის ზრდის მიმართულებით.
რამდენად უსაფრთხოა ცვილით (აფხრეწით) არასასურველი თმის მოშორება დვრილიდან?
ცვილის გამოყენება არასასურველია დვრილებთან, გენიტალიუმთან, წარბებთან, ცხვირთან ან ყურებთან. კანის მგრძნობიარე ადგილებთან მაღალი რისკია განვითარდეს ჭრილობა და ანთება. ასეთი თმა უმჯობესია პინცეტით მოიშოროთ.
თუ სხეულზე არის ბევრი ხალი, შეიძლება გამოვიყენოთ ცვილი?
თუ თქვენ სხეულზე გაქვთ ბევრი ხალი, მეჭეჭი ან ვარიკოზული ვენები იქ, სადაც გსურთ, რომ ცვილი გამოიყენოთ, უმჯობესია მიმართოთ სხვა გზას თმის მოსაშორებლად. ცვილით თმის მოშორება იწვევს კანის შრის მოცილებას, რაც იწვევს ჭრილობების ან ინფექციების განვითარებას. წაისვით ანტიბიოტიკები ან აკნეს სამკურნალო საშუალებები აფხრეწის შემდეგ, რადგან იგი იწვევს კანის გათხელებას და მგრძნობელობის მომატებას.
როგორი პრინციპით მუშაობს დეპილატორი?
დეპილატორი მოქმედებს თმის შემადგენელ პროტეინებზე და გარდაქმნის ჟელესმსგავს სტრუქტურად კანზე და ამგვარად წმენდავს კანს თმისგან. ის იაფია და უმტკივნეულო, თუმცა მისი პროდუქტი არის სუნიანი და ჭუჭყიანი. ის არ მუშაობს სქელ, უხეშ თმაზე. არ უნდა გამოიყენოთ ქუთუთოზე, თვალზე და გაღიზიანებულ კანზე.