ონიქიები ფრჩხილების სხვადასხვა გენეზის დაზიანებაა. შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი.
ყველაზე ხშირად გვხვდება ო ნ ი ქ ო დ ი ს ტ რ ო ფ ი ე ბ ი (ფრჩხილები არის გათხელებული, მტვრევადი, ფერი აქვს შეცვლილი). ამავდროულად ფრჩხილის ფირფიტა შეიძლება იყოს დისტალურ ნაწილში მოცილებული ფრჩხილის საწოლს (ო ნ ი ქ ო ლ ი ზ ი ს ი) ან პირიქით, დაგრძელდეს და გამსხვილდეს ფრჩხილქვეშა კერატოზის ხარჯზე და მოგვაგონოს ფრინველის ბრჭყალი, რომელიც ძნელად იჭრება (ო ნ ი ქ ო გ რ ი ფ ო ზ ი). ასეთი ტიპის ფრჩხილების შეცვლა დამახასიათებელია ფსორიაზის დროს, წითელი ბრტყელი ლიქენის, იქთიოზის, კერატოდერმიის, ბულოზური ეპიდერმოლიზის და სხვ. ნევრიტების, ლეპრის, სკლეროდერმიის, ალიმენტური ინტოქსიკაციის, ჰიპოვიტამინოზის დროს ფრჩხილის დისტროფიული ცვლილებები დაკავშირებულია მათი ტროფიკის დარღვევასთან. ხშირად ფრჩხილის ფირფიტები ზიანდება პათოგენური სოკოებით (ტრიქოფიტონები, კანდიდა და სხვ), რაც იწვევს მათ გასქელებას, გამჭვირვალობის დაკარგვას, ყვითელი ფერის მიღებას (ო ნ ი ქ ო მ ი კ ო ზ ი).