შიდსი – შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი. პირველად რეგისტრირებულია 1981 წელს აშშ-ში.
ეტიოლოგია დადგენილია, იწვევს ვირუსი, რომელიც აზიანებს ადამიანის ორგანიზმის იმუნურ სისტემას.
ვირუსი ვრცელდება:
1. სქესობრივი კონტაქტით,
2. ინფიცირებული სისხლის ან მისი ცალკეული კომპონენტების გადასხმით,
3. ინფიცირებული დედისაგან ნაყოფზე ან ახალშობილზე.
დაავადების რისკის ჯგუფებია:
1. მეძავენი და მათი პარტნიორები,
2. ჰომოსექსუალები,
3. ნარკომანები,
4. ის პირები, რომლებსაც დასჭირდათ სისხლისა და მისი პრეპარატების გადასხმა (ჰემოფილია და სხვ.),
5. ტუბერკულოზით დაავადებულნი,
6. B- და C ჰეპატიტ-გადატანილები,
7. მოგზაურები.
დაავადების ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 6 თვიდან 4 წლამდე. ცნობილია, რომ ორგანიზმში მოხვედრიდან გარკვეული პერიოდის გავლის შემდეგ შიდსის ვირუსი იწვევს ავადმყოფის ორგანიზმის იმუნური სისტემის მძიმე დარღვევებს, რაც დაავადების სხვადასხვა სტადიაში განაპირობებს კანისა და ლორწოვანი გარსების ინფექციური და არაინფექციური
დაავადებების გამოვლენას:
ვირუსული – მარტივი ჰერპესი, კონტაგიოზური მოლუსკი, წვეტიანი კონდილომები.
სოკოვანი – პირის ღრუს ლორწოვანის კანდიდოზი, კანდიდოზური ანგულიტი, გენერალიზირებული რუბრომიკოზი.
ბაქტერიული – ფოლიკულიტები, იმპეტიგო, შანკრიფორმული პიოდერმია.
არაინფექციური კანის დაავადებებიდან ყველაზე ხშირად ვლინდება კაპოშის სარკომა.
ეპიზოდურად შეიძლება განვითარდეს სებორეული დერმატიტი, ბრტყელი ლიქენი, ქსეროდერმა, ლიმფომა, ვასკულიტი, ლეიკოპლაკია.
მკურნალობის რადიკალური საშუალება დღეისათვის არ არსებობს. ბოლო დროის მიღწევად ითვლება – ზიდოვუდინი, ლამივუდინი, ინდინავირი.
შიდსისაგან თავის დაცვა შეიძლება პროფილაქტიკის ელემენტარული წესების დაცვით.