საიტის კონსულტანტია სს კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრის დირექტორი სამეცნიერო და სასწავლო დარგში, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის და დ. ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დერმატო-ვენეროლოგი თინა ქიტუაშვილი.  

სამუშაო ადგილი დთინა ქიტუაშვილია მისამართი: სს კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრი, ლუბლიანას ქ.N5.
თანამდებობა: სს კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრის დირექტორი სამეცნიერო-სასწავლო დარგში.
სპეციალობა: დერმატო-ვენეროლოგი, დერმატო–კოსმეტოლოგი, ჯანდაცვის ორგანიზატორი
აკადემიური ხარისხი:  მედიცინის დოქტორი.
დისერტაცია თემაზე: „ჩვეულებრივი ფერისმჭამელას კლინიკურ-იმუნოლოგიური თავისებურებანი და თერაპიული კორექცია“- 2003 წ.
სამეცნიერო წოდება: ასოცირებული პროფესორი.
განათლება: უმაღლესი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სამკურნალო ფაკულტეტი, წარჩინებით – 1974-1980 წწ.
კლინიკური ორდინატურა – თსსი, ენდოკრინოლოგიის კურსი- 1980-1982 წწ.
სამუშაო გამოცდილება:
ენდოკრინოლოგი, კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ინსტიტუტი – 1982-1990 წწ

მეცნიერთანამშრომელი, კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ინსტიტუტი – 1990-2004 წწ
დირექტორი სამეცნიერო-სასწავლო დარგში, კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ინსტიტუტი – 2004 წლიდან 2011 წლამდე, ხოლო 2011 წლიდან დღემდე კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრის დირექტორი სამეცნიერო-სასწავლო დარგში.
სამეცნიერო ნაშრომთა საერთო რაოდენობა:
– 85 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის ბოლო 5 წლის განმავლობაში – 44.
– 2 მეთოდური რეკომენდაცია.
23 საერთაშორისო და ადგილობრივი გრანტებისა და პროგრამების სამეცნიერო ხელმძღვანელი 2004 წლიდან დღემდე.
პედაგოგიური საქმიანობა:
ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დერმატო-ვენეროლოგიის დეპარტამენტის ლექტორი 2004 -2006 წწ., ასოცირებული პროფესორი – 2006 წლიდან დღემდე.

უმაღლესი სამედიცინო სკოლა “აიეტი”, დერმატო-ვენეროლოგიის სასწავლო ციკლის ასისტენტ-პროფესორი 2004 წლიდან 2011 წლამდე, ასოცირებული პროფესორი- 2011 წლიდან დღემდე.

შპს „ინტერბიზნესის“ საქართველო-ისრაელის სტომატოლოგიის ინსტიტუტი, დერმატო-ვენეროლოგიის სასწავლო ციკლის ხელმძღვანელი 2002 წლიდან, ასოცირებული პროფესორი – 2006 წლიდან დღემდე.

32 უმცროსი ექიმის დერმატოვენეროლოგიის სარეზიდენტურო პროგრამის ხელმძღვანელი – 2004 -2008 წწ.
22 რეზიდენტის ლოკალური ხელმძღვანელი და სარეზიდენტურო პროგრამის კოორდინატორი დერმატო–ვენეროლოგიაში.
6 რეზიდენტის დერმატო–ვენეროლოგიის ლოკალური ხელმძღვანელი სარეზიდენტურო პროგრამაში „ინფექციური სნეულებები“.
პროფესიული საზოგადოებების წევრობა:
თბილისის დერმატო-ვენეროლოგთა სამეცნიერო-პროფესიული საზოგადოება – დამფუძნებელი და გამგეობის წევრი – 2004 – 2006 წწ;
საქართველოს დერმატოვენეროლოგთა ასოციაცია – GADV (Georgian Association of Dermatovenereologists) – დამფუძნებელი და გამგეობის წევრი;
ევროპის დერმატოლოგიის და ვენეროლოგიის აკადემია – EADV (European Academy of Dermatology and Venereology) – ნამდვილი წევრი;
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების საწინააღმდეგო საერთაშორისო კავშირი – IUSTI (International Union against Sexually Transmitted Infections); ნამდვილი წევრი;

საერთაშორისო ტელედერმატოლოგთა ასოციაციის ნამდვილი წევრი (ISTED);

საქართველოს იმუნოლოგთა ასოციაციის ნამდვილი წევრი;

საქართველოს ფლებოლოგთა ასოციაციის დამფუძნებელი და გამგეობის წევრი;

საქართველოს მიკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი.

სხვა პროფესიული და საზოგადოებრივი საქმიანობა:

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური საბჭოს წევრი;

კატასტროფისა და გადაუდებელი მედიცინის ცენტრის კონსულტანტი დერმატო-ვენეროლოგიაში 2001 წლიდან დღემდე;

საერთაშორისო სამედიცინო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის “South Caucasian Dermatology and Venereology News”-ის დამფუძნებელი და სარედაქციო საბჭოს წევრი 2005 წლიდან;

„საქართველოს ქალთა საბჭოს“ გამგეობის წევრი;

ქალთა რეაბილიტაციის ასოციაციის დამფუძნებელი და გამგეობის წევრი;

სასერტიფიკაციო საგამოცდო დარგობრივი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე სპეციალობაში „დერმატო-ვენეროლოგია“;

საქართველოს სამხედრო სამსახურში გასაწვევ წვევამდელთა პროფილური სამედიცინო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

საექსპერტო საქმიანობა პაციენტებისთვის გაწეული სამედიცინო ხარისხის შეფასებისათვის;

მრავალი ჰუმანიტარული აქციის მონაწილე: ავადმყოფთა უფასო სამედიცინო გასინჯვების ორგანიზატორი და უშუალო მონაწილე.
კონფერენციები, ტრენინგები, სემინარები:
მონაწილეობა 110-ზე მეტ ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციაში, კონგრესებში, სიმპოზიუმებსა და ტრეინინგებში მსმენელის, მომხსენებლისა და ორგანიზატორის სტატუსით.
სხვა უნარ-ჩვევები: ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

საკონტაქტო ინფორმაცია: მობ. 593 36 86 52
e-mail: tina@dermatology.ge ; ვებ-გვერდი: www.dermatology.ge