კანისა და ვენერულ სნეულებათა სამეცნიერო –კვლევით ეროვნულ ცენტრს დაარსებიდან 80 წელი შეუსრულდა.
ხოლო დერმატო –ვენეროლოგიის დარგმა დაარსების 110 წელი იზეიმა. ამ საიუბილეო თარიღებს მიეძღვნა 23- 24 ოქტომბერს “ჰოლიდეი ინში” გამართული საერთაშორისო საიუბილეო კონფერენცია. ორი დღის განმავლობაში როგორც ცენტრის წამყვანმა სპეციალისტებმა, ასევე მოწვეულმა სტუმრებმა და თერთმეტი ქვეყნიდან ( უკრაინა, ისრაელი, პოლონეთი, გერმანია, ბელორუსია, ლიტვა, შვედეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ესტონეთი) ჩამოსულმა დარგის გამოჩენილმა მოღვაწეებმა ერთმანეთს გააცნეს დერმატო-ვენეროლოგიის თანამედროვე მიღწევები.
საიუბილეო კონფერენციაზე რამდენიმე ჯილდო და დამსახურებული ჯილდო-სერთიფიკატები გაიცა. პროფესორი გიორგი გალდავა, საქართველოს ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების კავშირის საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით კომპანიის ეფექტური მართვისთვის, მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლებისა და დარგის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის დაჯილდოვდა მედალით „პროფესიული დამსახურებისათვის“ ასევე ორდენით „ეკონომიკის ვარსკვლავი“. ამავე კომპანიის რეიტინგების კვლევით წლის ყველაზე წარმატებული სპეციალისტის საპატიო წოდება ქალბატონ თინა ქიტუაშვილს და ქალბატონ ცირა ლეონიძეს, სრულიად დამსახურებულად მიენიჭათ.