kremi

შემადგენლობა: 1 გრ კრემი შეიცავს:

                             დექსპანთენოლი 52,5მგ -აჩქარებს რეგენერაციულ პროცესს

                             ქლორჰექსიდინი: 8,02მგ – გააჩნია ანტისეპტიკური მოქმედება

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

დექსპანთენოლი წარმოადგენს B ჯგუფის ვიტამინს, რომელიც ორგანიზმში მეტაბოლიზირდება პანთოტენის მჟავად, წარმოადგენს კოენზიმ A-ს შემადგენელ კომპონენტს და მონაწილეობს აცეტილირების პროცესში, ნახშირწყლოვან და ცხიმოვან ცვლაში, აცეტილქოლინის , გლუკოკორტიკოსტეროიდების და პორფირინების სინთეზში, ასტიმულირებს კანის რეგენერაციას, ახდენს უჯრედული მეტაბოლიზმის ნორმალიზაციას, აჩქარებს მიტოზს და ზრდის კოლაგენური ბოჭკოების სიმტკიცეს. მას გააჩნია რეგენერაციული, მეტაბოლური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

ქლორჰექსიდინი ანტიმიკრობული საშუალება ანტისეპტიკური მოქმედებით. ეფექტურია გრამდადებითი და გრამ უარყოფითი ბაქტერიების მიმართ, მათ შორის Staphylococcus spp, enterococcus spp, pseudomonas aeruginosa, E. coli, Streptococcus spp, ასევე საფუარა სოკოებისა და დერმატოფიტების მიმართ.

ქლორჰექსიდინი ინარჩუნებს აქტივობას სისხლის, ჩირქისა და სხვა ორგანული სეკრეტების გარემოში

ჩვენებები; დაზიანებული კანის მკურნალობა და პროფილაქტიკა

  • კანის ნახეთქები, დამწვრობა, ტროფიკული წყლული, ნაკბენები, ნაკაწრები, ნაწოლები
  • პოსტოპერაციული ჭრილობის დამუშავება
  • დაინფიცირებული კანის, დამწვრობის (მათ შორის მზით დამწვრობის ) მკურნალობა
  • ინფიცირებული დერმატოზების (ეკზემა, ატოპიური დერმატიტი) მკურნალობა
  • ჩვილებში საფენით გამოწვეული დერმატიტებისას, ინფიცირების ნიშნით
  • მეძუძურ დედებში სარძევე ჯირკვლის თავების ნახეთქები

გამოყენების წესი: მალამოს თხელი ფენა დაიტანება დაზიანებულ უბანზე, 2-3 ჯერ დღეში. მეძუძური დედები ისმევენ ყოველი ძუძუთი კვების შემდგომ, ჩვილებში ხმარობენ პამპერსის გამოცვლისას.

გამოშვების ფორმა: 30 მგ ალუმინის ტუბში